პოლიციამ ბოლნისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გამოწერა
დაკავებულს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლნისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 14 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0