სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

CC BY 2.0 / brian.ch / AK-47 Assault Rifleკალაშნიკოვის ავტომატი
კალაშნიკოვის ავტომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ყ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს - Sputnik საქართველო
თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე: შსს–მ საქმე აღძრა

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის „აკს"-ის მოდელის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი 304 ვაზნით, „ფ1"-ის ტიპის ხელყუმბარა, მაკაროვის სისტემის კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტი მჭიდითა და ექვსი საბრძოლო ვაზნით ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0