ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინასთან პარტია ყაიმით დაასრულეს

© Pixabay / Skitterphotoჭადრაკი
ჭადრაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნულმა გუნდმა სატურნირო ცხრილში მეხუთედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ასტანაში მიმდინარე მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის მეოთხე ტურში უკრაინის ნაკრებთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა.

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა ჩინეთის გუნდთან წააგეს >>

მეორე დაფაზე მერი არაბიძემ მოუგო ანა მუზიჩუკს, ხოლო ნინო ბაციაშვილმა ინა გაპონენკოს დაუთმო. ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა მარია მუზიჩუკსა და ანა უშენინასთან პარტიები ყაიმით დაასრულეს.

ჭადრაკის ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა სატურნირო ცხრილში მეხუთედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. საერთო გუნდური ჩათვლის ლიდერად კვლავ რუსეთის ნაკრები რჩება.  მეორე ადგილზე ჩინეთის წარმომადგენლები არიან, ხოლო მესამე ადგილს უკრაინის ნაკრები იკავებს.

მეხუთე ტურში ქართველი მოჭადრაკე ქალები შეხვდებიან უნგრეთის სპორტსმენებს, ხოლო რუსეთისა და ჩინეთის ნაკრებები, რომლებსაც ასტანაში გამარჯვების პრეტენდენტებად მიიჩნევენ, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ცხრა ტურს მოიცავს და 14 მარტამდე გაგრძელდება. შეჯიბრების მოქმედი გამარჯვებულია რუსეთის ნაკრები.

ყველა ახალი ამბავი
0