უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

© Sputnik / Levan Avlabreliმოქალაქეების რეგისტრაცია თბილისის აეროპორტში
მოქალაქეების რეგისტრაცია თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატები ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან უკანონო მიგრაციის შეჩერებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრებით  წინადადებით გამოვიდნენ

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების სხვა ქვეყანაში უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაძლოა, სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაული გახდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კანონპროექტის ინიციატორები ასევე ემხრობიან იმას, რომ დაისაჯონ ისინიც, რომლებიც საზღვარგარეთ თაშესაფრის მიღების მსურველებს ეხმარებიან იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში საქართველოში მოქალაქეების უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ.

თვითმფრინავის ძრავა - Sputnik საქართველო
გერმანიამ საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი ჯგუფი გამოაძევა

სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებების შეტანის ინიციატორები არიან დეპუტატები მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ინიციატივის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილად უნდა ჩაითვალოს აღნიშნული ქმედება წინასწარ ჯგუფის მიერ შეთანხმებით, არაერთხელ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით. ამ დანაშაულისთვის, დეპუტატების წინადადებით, სასჯელი სამიდან ექვს წლამდე უნდა განისაზღვროს.

დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ თუ დანაშაულში „ორგანიზებული ჯგუფის“ წევრებს ამხელენ, მათ ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა უნდა მიესაჯოთ.

კანონპროექტის ერთ–ერთმი ინიციატორის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა ეხება არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ორგანიზებას სარგებლის მიღების მიზნით, რაც გარკვეული სახის ტრეფიკინგია. ეს მუხლი სისხლის სამართლი კოდექსში, დეპუტატის აზრით, ამ პროცესს გარკვეულად შეზღუდავს.

საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მთავარი გამოწვევაა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ უკანონო მიგრაცია გაიზარდა.

სალომე ზურაბიშვილი და ჟან-კლოდ იუნკერი - Sputnik საქართველო
საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობების შესრულებისთვის შექება დაიმსახურა

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

ბოლო მონაცემებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

ყველა ახალი ამბავი
0