გიორგი დანელია უკეთესად გრძნობს თავს

© photo: Sputnik / Sergey Pyatakovგიორგი დანელია
გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორ გიორგი დანელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი მეუღლე საუბრობს

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. რეჟისორ გიორგი დანელიას მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости–ს დანელიას მეუღლე, გალინა იურკოვა–დანელიამ განუცხადა.

გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გიორგი დანელია ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს

„არის მდგომარეობის გაუმჯობესება. მეშინია ამ თემაზე საუბრის, რომ არ გავთვალო. საუბარი საავადმყოფოდან გაწერაზე არ არის. მდგომარეობა სტაბილურია, ნორმალური“, – აღნიშნა დანელიას მეუღლემ.

დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 იანვარს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში. სამ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კომიდან გამოიყვანეს.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ დაიდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".

ყველა ახალი ამბავი
0