ჯაჭვლიანი: ჩვენ ვართ სახტად დარჩენილები

გამოწერა
ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და ირაკლი ღარიბაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობს.
ჯაჭვლიანი: ჩვენ ვართ სახტად დარჩენილები

„ჩვენ არ ვართ მიტოვებულები, ჩვენ ვართ სახტად დარჩენილები. რაც ხდება ქვეყანაში დღემდე, ყველაფერი ჩემში გაკვირვებას იწვევდა, რამეთუ ჩვენ მოვედით 2012 წელს. არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, რასაც ამომრჩევლებს ვპირდებოდით. თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იყო 2012 წლამდე საქართველოში, და ამ ადამიანებს რომ გაანაწყენებ, მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ. ამიტომ ვთქვი, რომ სახტად დარჩენილები ვართ. თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით, გამორიცხულია, ამომრჩეველმა რამე დაგვიჯეროს“, – ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.

ყოფილი დეპუტატის თქმით, მას ძალიან გაუხარდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, რადგან ღარიბაშვილი ის ადამიანია, ვისთანაც ერთად „ქართული ოცნება“ შეიქმნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0