საქართველომ ექსპორტზე მილიონობით ბოთლი ღვინო გაიტანა – ვინ ყიდულობს ქართულ ღვინოს

© Sputnik / Denis Aslanovღვინის ფესტივალი გურჯაანში
ღვინის ფესტივალი გურჯაანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან ორ თვეში 30 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანეს.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველომ 2019 წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა, რაც გასული წლის ორი თვის მონაცემებზე 13%-ით მეტია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 Sakura Japan Womens Wine Awards 2019 - Sputnik საქართველო
ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის" ჯილდო მოიპოვა

ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 30 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს გასული წლის მონაცემებს 21%-ით ჭარბობს.

ამასთან, მეტ ქართულ ღვინოს ყიდულობენ აშშ-ში (+1032%), შვედეთში (+313%), მონღოლეთში (+189%), პოლონეთში (+42%) და სხვა ქვეყნებში.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (8,6 მლნ ბოთლი), უკრაინა (976 ათასი), პოლონეთი (628 ათასი), ჩინეთი (600 ათასზე მეტი) და ყაზახეთი (346 ათასი).

საქართველო, „ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაციის" (American Association of Wine Economists, AAWE) მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ღვინის დიდ ექსპორტიორთა ოცეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0