ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ოქრო მოიპოვეს

გამოწერა
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ხუთი ოქროს მედალი მოიპოვეს და ტურნირის გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვეს.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში იმართება, ოქროს მედალი მოიპოვა.

ზოიძემ 72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ იარბილოვს სძლია - 7:1. ზოიძე ევროპის ჩემპიონი 23 წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში მესამედ გახდა.

კიდევ ერთი ოქროს მედლის მოტანა საქართველოს ნაკრებისთვის გიორგი მელიას შეეძლო (-97), თუმცა ფინალში მან ფინელ არვი სავოლაინენთან წააგო (1:4).

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სულ ხუთი ოქროს მედალი მოიგეს და ტურნირის გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვეს.

© photo: GeoWrestling - Georgian Wrestling Federation / FBქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიგეს ხუთი ოქროს მედალი და ტურნირის გუნდური ჩათვლა
ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ოქრო მოიპოვეს - Sputnik საქართველო
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიგეს ხუთი ოქროს მედალი და ტურნირის გუნდური ჩათვლა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე საერთო ჯამში შვიდი მედალია. ევროპის ჩემპიონები შეჯიბრების პირველ დღეს გახდნენ ნუგზარ წურწუმია (-55 კგ), ლევან ქავჟარაძე (-63), გურამ ხეცურიანი (-87) და ზვიად პატარიძე (-130). ბრინჯაო ბექა მამუკაშვილმა მოიპოვა.

შეჯიბრების შედეგებმა საქართველოს ნაკრებს გუნდური ჩათვლის სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევის საშუალება მისცა 178 ქულით. მეორე ადგილზეა რუსეთის გუნდი (167), ხოლო მესამეზე – თურქეთი (141).

ყველა ახალი ამბავი
0