TBC Bank-ის საქმე მწვავდება – გამოკითხვაზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტია დაბარებული

© Sputnik / Levan AvlabreliTBC bank „თიბისი ბანკი"
TBC bank „თიბისი ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე გამოძიების კითხვებს მხოლოდ სასამართლოში უპასუხებს.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ TBC Bank-ის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა ქვეყნის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. ამის შესახებ ქადაგიძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

TBC Bank-ი („თიბისი ბანკი“) საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობს. საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებმა, TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს.

იმ დროს ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურს გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა.

„მივიღე უწყება „თიბისის" საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით. საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გადავწყვიტე, არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით, არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება", – დაწერა ქადაგიძემ.

TBC bank-ის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
ახალი სკანდალი TBC Bank-ის ირგვლივ - დაწერა თუ არა გახარიამ მუქარის წერილი

ქართული მასმედიის ინფორმაციით, შესაბამისად, პროკურატურა ხუთშაბათს ქადაგიძის გამოკითხვის თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

TBC Bank-ის საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ ხელისუფლება ბიზნესზე ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", თავის მხრივ, განაცხადა, რომ საჭიროა ყველა დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პარლამენტის დეპუტატებმა საკუთარი პოზიციის საკანონმდებლო ორგანოში დაფიქსირების საშუალება მისცეს. ისინი საკომიტეტო მოსმენაზე გამოვიდნენ, რომლის დროსაც ოპოზიცია TBC Bank-ის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

 TBC bank-ის მთავარი ოფისი თბილისში - Sputnik საქართველო
TBC Bank-ის საქმე - რისთვის დასჭირდა ხაზარაძეს 17 მილიონი დოლარი

„აქვე ვიტყვი, რომ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირი გააკეთებს განმარტებებს და უზრუნველყოფს პროცესის სრულ გამჭვირვალობას", – აღნიშნა ქადაგიძემ.

მისი თქმით, ის გამოძიების კითხვებს სასამართლოში ადვოკატების გარეშე უპასუხებს.

„თიბისი ბანკი" 1992 წელს დაფუძნდა და ამჟამად ქვეყნის უმსხვილესი ბანკია. TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს შეიქმნა და მისმა აქციებმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტის ლისტინგი გაიარეს.

„თიბისი ბანკის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბანკის აქტივებმა 2018 წლის 31 დეკემბრისთვის 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს საბანკო სისტემის აქტივების საერთო მოცულობის 38,2%-ს შეადგენს, ხოლო ბანკის დეპოზიტები ქვეყნის საბანკო სისტემის დეპოზიტების საერთო მოცულობის 41,2%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0