ამონაშვილი: ბავშვს მამის ნაცვლად საჩუქრები არ გაუგზავნოთ არავითარ შემთხვევაში

© photo: Teacher's House / FBპაატა ამონაშვილი
პაატა ამონაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ამონაშვილი საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გაცილებული მშობლები შვილებთან ურთიერთობისას.
ამონაშვილი: ბავშვს მამის მაგივრად საჩუქრები არ გაუგზავნოთ არავითარ შემთხვევაში

„ისევ და ისევ, დედამ მამაზე უნდა ილაპარაკოს კარგი. დავანებოთ იმაზე საუბარს თავი, როგორია თვითონ მამა, გასაგებია, რომ უკვე ბევრი ცუდი რაღაც მოხდა და შეიძლება არ გვსიამოვნებდეს ურთიერთობის გაგრძელებაც, მაგრამ ჯობს ბავშვს მამაზე დარჩეს საუკეთესო შთაბეჭდილებები და გრძნობები. ტყუილები კატეგორიულად მიუღებელია, მამის მაგივრად საჩუქრებს არ ვუგზავნით არავითარ შემთხვევაში. მაინცდამაინც ის კი არ უნდა ვუთხრათ, რომ კარგი მამა გყავს, არამედ ის, რომ მას მაინც უყვარხარ“, – ამბობს პაატა ამონაშვილი.

ფსიქოლოგის თქმით, ყველა ჩვენი სიტყვით ბავშვში რაღაცას ვზრდით. თუ გაცილებული მეუღლის მიმართ ჩვენ ვუყალიბებთ ზიზღსა და ანტიპათიას, მაშინ ვზრდით ზიზღიან ანტიპათიურ ბავშვს. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ყველაფრის მიუხედავად მამას მაინც უყვარს.

ყველა ახალი ამბავი
0