ოთხი ოქრო – ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

© photo : GeoWrestling / FBქართველი მოჭიდავეები სერბეთში ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი მოჭიდავეები სერბეთში ევროპის ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სპორტსმენები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონები შეჯიბრების პირველ დღეს გახდნენ ნუგზარ წურწუმია (-55 კგ), ლევან ქავჟარაძე (-63), გურამ ხეცურიანი (-87) და ზვიად პატარიძე (-130). ბრინჯაო ბექა მამუკაშვილმა მოიპოვა.

წურწუმია და პატარიძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მფლობელები უკვე მეორედ გახდნენ. ორივე სპორტსმენი ასევე 23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

შეჯიბრების პირველი დღის შედეგებმა საქართველოს ნაკრებს გუნდური ჩათვლის სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევის საშუალება მისცა (115 ქულა). მეორე ადგილზე მყოფ რუსეთის გუნდს ქართველები 38 ქულით უსწრებენ.

შეჯიბრების მეორე დღეს ქართველ მოჭიდავეებს კიდევ ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვთ. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რამაზ ზოიძე (-72) და გიორგი მელია (-97) იბრძოლებენ, ხოლო ბრინჯაოსთვის – ირაკლი ძიმისტარაშვილი (-60).

ყველა ახალი ამბავი
0