ფანჯიკიძე: ჩემი მტერი იყოს მთელი ცხოვრება აკანკალებული და აჟრუანტელებული

© photo: Natia Panjikidze / FBნათია ფანჯიკიძე
ნათია ფანჯიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე სიყვარულზე და მის ეტაპებზე საუბრობს.
ფანჯიკიძე: ჩემი მტერი იყოს მთელი ცხოვრება აკანკალებული და აჟრუანტელებული

„ფრაგმენტულად არ უნდა აღიქვას ადამიანმა რაღაცები. მთლიანობაში თავისი ფაზები, თავისი მომენტები აქვს ყველაფერს, თავისი ქრონოლოგია და ეტაპები. ასე რომ, სიყვარული არის მთლიანი ფასეულობა. თინეიჯერობაში ყველას აგვჩქარებია გული, მაგალითად, პარალელური კლასელის დანახვაზე, რომელსაც არც კი ვიცნობდით, ხმაც კი არ გაგვიგონია მისი. ხშირად უთქვამთ, აი ის ჟრუანტელები, აი ის აკანკალებები. ჩემი მტერი იყოს მთელი ცხოვრება აკანკალებული და აჟრუანტელებული“, – ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

ფსიქოთერაპევტის თქმით, ადამიანების ერთად ცხოვრების მერე შემოდის სერიოზული განცდები, ემოციები და სერიოზული ერთობლივი თავგადასავლები.

ყველა ახალი ამბავი
0