ღარიბაშვილი: ძალაუფლება ეკუთვნის ივანიშვილს და ეს ავიწყდება ყველას

© photo: Sputnikირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ ახალი პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და მის გავლენაზე საუბრობს.
ღარიბაშვილი: ძალაუფლება ეკუთვნის ივანიშვილს და ეს ავიწყდება ყველას

„21 წლის ვიყავი, ბატონ ივანიშვილთან რომ დავიწყე მუშაობა და გავიცანი ეს ადამიანი. ჩემთვის ეს ადამიანი და მისი ოჯახი არის ძვირფასი. რა თქმა უნდა, მე ბოლომდე დავიხარჯები მასთან ერთად, ამ გუნდის წიაღში და გავაკეთებ იმ საქმეს, რაც დამევალება. მე ღირსეულად ვატარე ის მანდატი, რაც გადმომეცა მისგან. რეალურად კი ის ძალაუფლება და მანდატი ეკუთვნოდა და ეკუთვნის ივანიშვილს. ეს ავიწყდება ყველას და ყველაში ვგულისხმობ ყველას!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილისგან გადმოცემული მანდატი მან ორი წლის განმავლობაში ღირსეულად ატარა და როდესაც მისი პოლიტიკიდან წასვლა გადაწყდა, ასევე ღირსეულად გადააბარა სხვას.

ყველა ახალი ამბავი
0