თუშეთში, შესაძლოა, რკინიგზა გაიყვანონ

CC0 / Pixabay / ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა
ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალმთიანი თუშეთი ზამთარში რამდენიმე თვით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს, ახალი რკინიგზა კი ამ პრობლემას მოაგვარებს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. არქიტექტორები და ურბანისტები საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობენ ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანას, რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ ალვანს თუშეთის მაღალმთიან სოფელ ომალოს დაუკავშირებს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" არქიტექტორმა გია აბულაძემ.

რკინიგზის მშენებლობა ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცობრივი მოწყობის გეგმის ნაწილია. დოკუმენტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით შემუშავდა, რომელშიც მონაწილეობდნენ კომპანიები „სტუდია 21", „გეოგრაფიკი", „ქართული სახლი". პროექტი უკვე გადაეცა რეგიონული განვითარების სამინისტროს და ახლა მისი დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს.

თუშეთი - Sputnik საქართველო
საავტომობილო გზის გახსნამდე თუშეთში ავიარეისი შესრულდება

„როდესაც პროექტზე ვმუშაობდით, ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განგვეხილა. როდესაც ვარიანტებს დაწვრილებით ვიხილავდით, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის იდეა გაგვიჩნდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს მიმართულება ვითარდება ისეთ ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა. ამ ტრანსპორტს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს იმ რელიეფის პირობებში, როგორიც ჩვენთანაა", – განაცხადა აბულაძემ.

ამჟამად თუშეთს დანარჩენ საქართველოსთან მხოლოდ ერთი საავტომობილო გზა აკავშირებს, რომელიც ძალზე სავალალო მდგომარეობაშია და ძალიან საშიშია.

„წარმოიდგინეთ, ეს სასაზღვრო სტრატეგიული რაიონია, რომელიც დანარჩენ საქართველოს ძალიან ცუდი და საშიში გზით უერთდება. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თუშეთს ბართან აკავშირებს. გზა სოფელ ფშაველიდან ომალომდე იჭიმება. მისი სიგრძეა 72 კილომეტრი და მის გასავლელად ოთხი საათია საჭირო. დღეს 72 კილომეტრის დაფარვას ოთხი საათი მოუნდე – ეს კატასტროფაა!" – აღნიშნა მან.

აბულაძის განცხადებით, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა ამ მაღალმთიან მხარეს მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომს გახდის ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზამთრის დადგომისა და თოვლის მოსვლის შემდეგ არსებული ერთადერთი საავტომობილო გზაც იკეტება და ომალოში მოხვედრა, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება.

თუშეთი - Sputnik საქართველო
თუშეთის მოსახლეობა შვიდი თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტით ისარგებლებს

„წარმოიდგინეთ, ის, ვისაც იქ სასტუმრო აქვს, უნდა ჩამოვიდეს მაისში, წაიღოს თან ყველა მოწყობილობა, მერე უნდა განათავსოს, იმუშაოს სამი თვე, მიიღოს ტურისტები და შემდეგ ეს ყველაფერი ისევ ბარში ჩამოზიდოს. ასეთი ციკლი სტაბილური განვითარების ყველა პირობას ანადგურებს", – აღნიშნა არქიტექტორმა.

ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა საქართველოსთვის უცხო არაა – ქვეყანაში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოქმედებს ე.წ. კუკუშკა, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს აკავშირებს ერთმანეთთან.

„კუკუშკის" ხაზის მშენებლობა საქართველოში 1897 წელს დაიწყო, მაგრამ რთული კლიმატური პირობების გამო ოთხი წელი გრძელდებოდა. ხაზის სიგრძე სულ 37,2 კილომეტრია, მაგრამ რელიეფის სირთულის გამო გზის გავლას 2,5 საათი სჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0