თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა მაისში გაიხსნება

გამოწერა
გამოფენა აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის სახელოვნებო სცენებს შორის თანამშრომლობის წახალისებას ემსახურება.

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair (TAF) 17-19 მაისს გაიმართება, აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფიროსმანი - Sputnik საქართველო
პირველად ერთად: საფრანგეთში ფიროსმანს და ვან გოგს ერთად გამოფენენ

ღონისძიება წელს მეორედ იმართება და მას საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია" (Expo Georgia) უმასპინძლებს.

„ექსპო ჯორჯიას“ პავილიონები კიდევ ერთხელ მოუყრის თავს გალერეებს, არტისტებს, კურატორებსა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენები, პერფორმანსები, ვორქშოპი, საუბრები და სხვა ტიპის აქტივობები“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ასევე იქნება სივრცე დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის.

გამოფენა აღმოსავლეთი ევროპის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის სახელოვნებო სცენებს შორის თანამშრომლობის წახალისებას ემსახურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0