საქართველომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედროების როტაცია დაასრულა

© Ministry of Defence of Georgia / FB სამხედროების როტაცია
სამხედროების როტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში ქალაქ ბანგიში სამხედრო ბაზა „უკატექსს" იცავენ.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედროების როტაცია დაასრულა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში (EUTM RCA) მონაწილეობს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ მისიაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის 35 სამხედრო მონაწილეობს.

საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და ფლორანს პარლი - Sputnik საქართველო
საქართველო საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვებს აგრძელებს

„პირადმა შემადგენლობამ წარმატებით შეასრულა მის წინაშე დაკისრებული ამოცანები, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი და ვულოცავ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას. წარმატებას ვუსურვებ მესამე როტაციის ოცეულს", – განაცხადა მისიიდან დაბრუნებულმა უფროსმა ლეიტენანტმა ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ სამხედროებს დახვდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი.

ქართული ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ ბანგიში სამხედრო ბაზა „უკატექსზე" ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2014 წლიდან მონაწილეობენ. EUFOR RCA-ს მისიაში, რომელმაც სტარტი 2014 წლის თებერვალში აიღო, საქართველოდან 156 სამხედრო მონაწილეობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0