პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

CC BY-SA 2.0 / Teknorat / GP WASR-10 SW1911PD POWERLINE 901ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები
ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ბოროტმოქმედმა მთაწმინდაზე პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა

 უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, გადამოწმების მიზნით შეაჩერა "ინფინიტის" მარკის ავტომანქანა. ავტომანქანის დათვალიერებისას კი, უკანა სალონში კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი აღმოაჩინეს.

ბრალდებული წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0