თბილისში საკანალიზაციო ხუფების ქურდი დააკავეს

© photo: Sputnikსაკანალიზაციო სარქველი
საკანალიზაციო სარქველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკანალიზაციო ხუფების ქურდობაში ბრალდებულს ხუთ წლამდე პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. პოლიციამ თბილისში საკანალიზაციო სარქველების ქურდობის ბრალდებით 48 წლის მამაკაცი დააკავა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

დანაშაული საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩაზე მოხდა.

პოლიციამ მოპარული სარქველები ნივთმტკიცებად ამოიღო.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ქურდობის მუხლით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0