ქათამაძე: როდესაც გული თბილია და ბავშვობაში ბევრი გეხუტება, ადვილად ხედავ გარე სამყაროს

გამოწერა
მომღერალი ნინო ქათამაძე ბავშვობას იხსენებს.
ქათამაძე: როდესაც გული თბილია და ბავშვობაში ბევრი გეხუტება, ადვილად ხედავ გარე სამყაროს

„დიდ ოჯახში გავიზარდე – ბებია, ბაბუა, მშობლები... ერთმანეთის ჩახუტება ყველაფერი იყო. როდესაც გული თბილია და ბავშვობაში ბევრი გეხუტება, ადვილად ხედავ გარე სამყაროს. ახლა ირგვლივ იების და ენძელების სურნელია. იქ, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, ამ პერიოდს ველოდებოდი. გულისცემაც კი მახსოვს, ისე მოუთმენლად ველოდებოდი. სადაც ანკარა წყალი გვქონდა, იქვე იყო პატარა ფერდობი, სადაც იღვიძებდნენ იები, ყოჩივარდები და ენძელები. იმ ენძელების ხმაც კი მახსოვს, ის პატარა წკაპუნი, რაც მათი დაკრეფის დროს მესმოდა“, – იხსენებს ნინო ქათამაძე.

ცნობილი მომღერლის თქმით, ბავშვობიდან განსაკუთრებული სიყვარული მოჰყვებოდა, რაც მას მომავალ ცხოვრებაში ძალიან დაეხმარა და დადებითი გავლენა იქონია მასზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0