საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება

© Sputnik / Alex Shlamovვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს ხელშეწყობით 5 ათასამდე ადამიანი დასაქმდა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური 2019 წლის აპრილიდან შეიქმნება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დღეს არსებული მდგომარეობით, დასაქმების პოლიტიკას სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ახორციელებს.

დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და დასაქმების სერვისები მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომი გახდება, განაცხადა დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბაზერაშვილმა.

„დასაქმების აგენტები და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან სამუშაოს პოვნაში, უფრო გაფართოვდება სამსახურის ფუნქციები, თუმცა პრინციპი რჩება იგივე – დასაქმების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე worknet.gov.ge ", - განაცხადა ბაზერაშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბეზარაშვილის ინფორმაციით, worknet.gov.ge ამ ეტაპზე 1,5 ათასამდე კომპანიასთან თანამშრომლობს, სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა კი 250 ათასით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში აღნიშნულ პორტალზე 8,9 ათასზე მეტი თავისუფალი სამუშაო ადგილი იყო.

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, დასაქმების მსურველებსა და კერძო სექტორს ერთმანეთთან აკავშირებს. მსურველებს თავად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ დასაქმების საერთო ბაზაში, ან მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ცენტრებს.

დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოში ჯერ კიდევ 2001 წელს შეიქმნა. იგი თავის საქმიანობას „დასაქმების კანონის" შესაბამისად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლით ახორციელებდა. სამსახურის ფუნქციებში შედიოდა შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, უმუშევართა აღრიცხვა, რეგისტრაცია, უმუშევრის პროფესიული მომზადება-გადამზადებისთვის ხელის შეწყობა და სხვ.

2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ გააუქმა შრომის ბაზრის ყველა ინსტიტუტი და შესაბამისი კანონმდებლობა, დასაქმება კი ჩაითვალა საკითხად, რომელიც ავტომატურად მოგვარდებოდა ბიზნეს-სექტორის განვითარების პარალელურად.

მოგვიანებით, 2012 წლის ივლისში შეიქმნა დასაქმების სამინისტრო, თუმცა ის რამდენიმე თვეში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაუქმდა და მისი ფუნქციები სხვადასხვა სამინისტროს გადაუნაწილდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0