საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

© MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი და რაშიდ მერედოვი
დავით ზალკალიანი და რაშიდ მერედოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს შეხვედრაში, რომელზეც შავი ზღვა–კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველომ და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის 2019-2021 წლების თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კასპიის–შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი – საქართველომ შეიძლება ყაზახეთის ნავთობი მოიზიდოს>>>

ბუქარესტში დოკუმენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და მისმა თურქმენმა კოლეგამ რაშიდ მერედოვმა მოაწერეს ხელი. მათი შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა დამატებით ბიძგს მისცემს ორი ქვეყნის ურთიერთობების გააქტიურებას.

„დავით ზალკალიანმა და რაშიდ მერედოვმა მაღალი შეფასება მისცეს თურქმენეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ურთიერთობებს, რაც გამოიხატა ორი ქვეყნის ჩართულობაში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. ასევე აღინიშნა მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში", – აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ სხვადასხვა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები აქტიურად ჩაერთვებიან სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის ფორმატის ინიცირებაში.

ბუქარესტი - Sputnik საქართველო
თბილისი, ბაქო, აშხაბადი და ბუქარესტი ხელს მოაწერენ ტრანსპორტთან დაკავშირებულ დეკლარაციას

გარდა ამისა, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში. ამ მიმართულებით საქართველოს და თურქმენეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მაღალი შეფასება მისცეს მინისტერიალს, რომლის ფარგლებშიც ბუქარესტში გაფორმდება დეკლარაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვა–კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას.

ბუქარესტში აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერსპექტივების განხილვა იმართება მინისტერიალის ფარგლებში, რომელშიც ზალკალიანთან და მერედოვთან ერთად მონაწილეობენ რუმინეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები - თეოდორ მელეშკანუ და ელმარ მამედიაროვი.

შეხვედრაზე ოთხი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ხელს მოაწერენ დეკლარაციას, რომელშიც დაფიქსირდება მხარეთა პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.

შავი ზღვა–კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება 2018 წელს მოხდა. გასული წლის ოქტომბერში აშხაბადში ექსპერტების შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ოთხი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0