მორიგი მოწამვლა მხუთავი აირით: დაშავდა ექვსი ბავშვი

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულების მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. რუსთავის მე-11 მიკრორაიონში ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) შვიდი ადამიანი მოიწამლა, აქედან ექვსი ბავშვია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„ყაზტრანსგაზი“ - Sputnik საქართველო
„ყაზტრანსგაზი“: თებერვალში 2,5 ათასზე მეტი გაზის დანადგარი ჩაიხსნა

ყველა დაშავებული ერთი ოჯახის წევრია. წინასწარი ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი ღია წვის წყლის გამათბობელი გახდა.

ორმა ბავშვმა აბაზანაში ყოფნის დროს გონი დაკარგა, ამის შემდეგ ბებიამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ოჯახის სხვა წევრებს აღენიშნებოდათ გულისრევა და თავის ტკივილი.

ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი ცხრა წლისაა, ხოლო უმცროსი – ერთის. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ყველა ახალი ამბავი
0