საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ნარიყალას ციხესთან
ტურისტები ნარიყალას ციხესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველო მოინახულა 469,5 ათასმა უცხოელმა, რაც გასული წლის თებერვალთან შედარებით 0,4%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.

საქართველოში 15 წლის ზემოდ ასაკის პირებმა თებერვალში 389,2  ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,2%-ით ნაკლებია.

„ყველაზე საშიში საქართველოში არის ჭაჭა“ - ქვეყანა საუკეთესო მიმართულებათა სიაშია >>

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, მან თებერვალში 247,7 ათასზე მეტს შეადგინა (+5,1%).

ქვეყნების ხუთეული 2019 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მიხედვით

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა ცვლილება წელიწადში - %
აზერბაიჯანი 83 511 -1,8
სომხეთი 70 078 -10,7
რუსეთი 69 675 14,7
თურქეთი 61 594 -19,8
უკრაინა 10 122 13,1

           

თებერვალში ქვეყანას ეწვია ქართული დიასპორის 34,8 ათასი წარმომადგენელი, რაც 2018 წლის თებერვალთან შედარებით 3,5%-ით მეტია.

განსაკუთრებული ზრდა შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა: ისრაელი (+198,4%), ჩინეთი (+52%), საუდის არაბეთი (+48,6%).

საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.

ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან

ტრანსპორტის სახეობა ვიზიტების რაოდენობა ცვლილება წელიწადში -% წილი ვიზიტების რიცხვიდან - %
სახმელეთო 282 712 -8,4  72,6
საჰაერო 101 273 24,7 26
რკინიგზა 2 343 8,7 0,6
საზღვაო 2 890  28,1 0,7

       

სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომლებსაც კვეთენ უცხოელი ვიზიტორები, ლიდერობს საკონტროლო გამშვები პუნქტები სარფში, თბილისის აეროპორტში და ყაზბეგში.

საკონტროლო გამშვები პუნქტები საქართველოს საზღვრებზე - პირველი ხუთეული

საკონტროლო-გამშვები პუნქტი ვიზიტების რაოდენობა ცვლილება წელიწადში - % წილი ვიზიტების რიცხვიდან - %
თბილისის აეროპორტი 86 482 16,0 22,2
წითელი ხიდი 71 694  5,2 18,4
სარფი 65 278 -12,5 16,8
სადახლო 55 075 -3,7 14,2
ყაზბეგი 51 939 -7,5 13,3

               

ტურიზმის სფერო საქართველოში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმებები, მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0