თბილისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა შეფერხებული იყო

© photo: Sputnikორსართულიანი მატარებელი თბილისი-ბათუმი
ორსართულიანი მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატარებელი ქობულეთთან ახლოს იყო გაჩერებული.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. თბილისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მატარებელი ქობულეთთან ახლოს იყო გაჩერებული.

შეფერხების მიზეზი უამინდობა გახდა. აჭარაში და საქართველოს ბევრ რეგიონში დიდი თოვლი მოვიდა, რის გამო შეზღუდვები ავტომაგისტრალებზე იყო დაწესებული.

ყველა ახალი ამბავი
0