რუსთავის მერია მოსახლეობას დედის დღეს წელს განსხვავებულად ულოცავს

© Sputnik / STRINGERკულტურის სასახლე რუსთავში
კულტურის სასახლე რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქში მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებებია დაგეგმილი

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. დედის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქალი ანგელოზის ფრთებით - Sputnik საქართველო
დედა ყოველთვის მართალია: 16 პუნქტი კედელზე გასაკრავად

თამარ მეფის გამზირიდან რუსთაველის მოედნამდე ყველა საცხოვრებელი სახლის აივანი ყვავილებით მოირთვება. ინიციატივა ეკუთვნის რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ბეგაძეს.

ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მერიის სიმბოლურ საჩუქარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები და მუნიციპალურ თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და დაღუპული ჯარისკაცების დედებს პირადად მიულოცავს დედის დღეს.

რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში იქნება ქალთა ნამუშევრების გამოფენა, 15:00 საათზე კი, დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0