საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliდედა შვილთან ერთად
დედა შვილთან ერთად  - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 მარტის დღესასწაული ჩაფიქრებული იყო როგორც ქალთა საერთაშორისო დღის ალტერნატივა, თუმცა მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ ორივე თარიღი დღესასწაულად აქცია

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველო შაბათს დედის დღეს აღნიშნავს, ეს დღე ქვეყანაში არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.

დედის დღე საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის  პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტიურად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი, რომელიც  ისევე როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.

დავით ქურდიანი დედასთან ერთად - Sputnik საქართველო
დედის დღე საქართველოში: ტრადიციები, საჩუქრები

თუმცა ათი წლის შემდეგ 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი. საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს ის პარლამენტის გადაწყვეტილებით 2002 წლის მარტში ისევ აღადგინეს. 

სხვათა შორის, 8 მარტი ისევ დღესასწაულად ქვეყანაში ნინო ბურჯანაძის ინიციატივით იქცა, რომელსაც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

საქართველოში დღეს ქალებს და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ - 3 და 8 მარტი და ორივე არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0