თბილისი, შესაძლოა, სამშენებლო მტვრისგან გაიწმინდოს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსარემონტო სამუშაოები კახეთის გზატკეცილზე
სარემონტო სამუშაოები კახეთის გზატკეცილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში სამშენებლო მტვრით გარემოს დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმები 200 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 4 მარტს გეგმავს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ინიცირებას, რომლის თანახმად მყარი ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება დაჯარიმებას გამოიწვევს, იუწყება პირველი არხი.

აიკრძალება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, კერძოდ, დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება, რაც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას.

ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით, იურიდიული პირი - 1000 ლარით. იგივე ქმედების გამეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული კი  – 2000 ლარით.

თბილისში ელიავას ბაზრობის ნაწილს რეკრეაციულ ზონად გადააქცევენ >>

მშენებლობაზე ამტვერებადი მასალის შეფუთვის (ფენილი, ბადე, საფარი) გარეშე განთავსება, რაც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის აცილებას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. გამეორების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 500 ლარად დააჯარიმებენ, იურიდიულ პირს კი, 1000 ლარით.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა: დოკუმენტი მალე დასამტკიცებლად გაიგზავნება

კანონპროექტით იგივე სანქციები გათვალისწინებულია შეუფუთავი მასალების გადაზიდვისთვისაც.

ეკოლოგიური მდგომარეობა თბილისში ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ერთის მხრივ, ამის მიზეზია უზარმაზარი რაოდენობის მანქანების გამონაბოლქვი, ხოლო მეორეს მხრივ - სამშენებლო მტვერი.

ზოგადად თბილისის მერია და საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება ამ პრობლემის გადაჭრას. მაგალითად, ჰიბრიდული და ელექტრომობილების განბაჟებისათვის შეღავათები დაწესდა. გარდა ამისა, თბილისის მერია ეკოლოგიურად უფრო სუფთა ავტობუსების შესყიდვის გზით ავტოპარკს აახლებს.

ყველა ახალი ამბავი
0