თავდასხმა ინკასაციის მანქანაზე ზუგდიდში - ძარცვის ახალი დეტალები

© Sputnik / Alexander Imedashviliლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიამ გაარკვია, რომ Liberty Bank-ის ინკასაციის მანქანას რამდენიმე ბოროტმოქმედი დაესხა თავს

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე თავდასხმისას უცნობმა პირებმა 100 000 ლარი მოიპარეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ზუგდიდში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს – დაჭრილია ერთი პოლიციელი >>

თავდასხმისას ერთ-ერთი ინკასატორი დაიჭრა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება თავდამსხმელებს, ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ავტომობილით, რომლის მფლობელი უკვე იდენტიფიცირებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0