თბილისში ათასობით ოჯახს გაზის მიწოდება შეუწყდა

© Sputnik / Alexander Imedashviliყაზტრანსგაზ-თბილისის ავტომობილი
ყაზტრანსგაზ-თბილისის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები და აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება ხვალ დილის 9 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე აღუდგებათ.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას საშუალო წნევის 450 მმ-იანი გაზსადენი დაზიანდა, რის გამოც ათასობით თბილისელი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, იუწყება კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ პრესსამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოებს გურამიშვილის გამზირის 50 ნომერთან კომპანია „დინ გრუპი“ აწარმოებდა. 

ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: 2018 წელს ბუნებრივ აირზე მომუშავე 69 133 დანადგარი ჩაიხსნა

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები და აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება ხვალ დილის 9 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე აღუდგებათ.

კომპანია ბოდიშს უხდის 9 ათასამდე აბონენტს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო და აფრთხილებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები გადაკეტილი ჰქონდეთ.  

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტებს დამატებითი შეკითხვებისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს 24 საათის განმავლობაში ტელეფონზე: 2404004

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0