სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სპეციალური დედაენა შეიქმნება

© Charity Foundation AI IA / FBფონდი „აი ია“
ფონდი „აი ია“ - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქველმოქმედო ფონდმა „აი იამ“ სმენდაქვეითებული ბავშვების პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შეხვედრაზე, რომელიც „თბილისი გარდენ ჰოლში“ შედგა, ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა იმსჯელეს სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის დედაენის შემუშავებაზე.

აღნიშნულ პროექტში ჩართულები არიან ფონდი „აი ია“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შპს „კინდ-სმენა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0