საქართველო გაზის ტრანზიტის თაობაზე ირანში მრავალმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

© photo : press office of Gazprom Armeniaგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხურმა მხარემ ირანიდან ელექტროენერგიისა და გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით საქართველოსთან და რუსეთთან თანამშრომლობის ფორმირების შესახებ წინადადება მიიღო.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლებიც გაზის საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, თეირანში მიმდინარე წლის აპრილში გაიმართება, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივან ვლადიმირ კარაპეტიანზე დაყრდნობით იუწყება  „Sputnik სომხეთი".

გაზსადენი - Sputnik საქართველო
ამერიკამ მხარი დაუჭირა „სამხრეთის გაზის დერეფანს“, რომელიც საქართველოზე გაივლის

კარაპეტიანის სიტყვებით, სომხურმა მხარემ ირანიდან ელექტროენერგიისა და გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით საქართველოსთან და რუსეთთან თანამშრომლობის ფორმირების შესახებ წინადადება მიიღო. ამასთან, მიღწეულია შეთანხმება აპრილში ამ საკითხთან დაკავშირებით თეირანში ოთხმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესახებ.

27 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანს შორის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს. კერძოდ, ირანის ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვა სომხეთში გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ.

გარდა ამისა, როუჰანმა მზადყოფნა გამოთქვა სომხეთის ტერიტორიის გავლით საქართველოში გაზის ექსპორტის საკითხის დარეგულირების შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0