მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საფრანგეთში ოთხი ქართველი დააკავეს: სპეცოპერაცია რეიმსში

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდამნაშავის დაკავება
დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს როგორც ბრენდული ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის ნივთები, ისე ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა და ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპელ კოლეგებთან ერთად საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების წევრი, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მიმდინარე წლის 13 თებერვალს დააკავეს საფრანგეთის ქალაქ რეიმსსა და მის შემოგარენში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად.

დაკავებულები არიან: 20 წლის ჯ.შ., 27 წლის თ.გ., 36 წლის თ.ხ. და 32 წლის ბ.ჩ. ეს უკანასკნელი „ქურდული სამყაროს“ წევრია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს, რისთვისაც წინასწარ არჩევდნენ ობიექტს, სწავლობდნენ ვითარებას და შემდეგ იქიდან  სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულების საცხოვრებლის ჩხრეკისას  საფრანგეთში, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს როგორც ბრენდული ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის ნივთები, ისე ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა და ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ. 

გარდა ამისა, ამოღებულია ქურთუკი, რომელშიც ნაქურდალის დასამალად ალუმინის ყუთი იყო მოთავსებული, ასევე მეხსიერების ბარათი — სხვადასხვა პირზე გაფორმებული ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტებით, ფულის გადარიცხვების საბუთები და ლეპტოპი.

სულ საქართველოს მოქალქეები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ. მათ საფრანგეთის სსკ-ს 312-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0