თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა დაასახელა ის მოთამაშეები, რომლებიც ბელგიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ევროპის ერთა თასის ფარგლებში ბრიუსელში 2 მარტს ითამაშებენ.
მილტონ ჰეიგის გუნდი ამ დაპირისპირების აშკარა ფავორიტია. სწორედ ამიტომ ახალზელანდიელმა სპეციალისტმა თამაშში შერეული შემადგენლობის ჩართვა, ანუ ახალგაზრდობისა და გამოცდილების შერწყმის ჩვენება გადაწყვიტა. ოთხმა მორაგბემ ძირითადი შემადგენლობიდან ქვეყნის მთავარი გუნდისთვის ათზე ნაკლებ მატჩში მიიღო მონაწილეობა, კიდევ ხუთმა - ოცზე ნაკლებში. დანარჩენი ექვსი - გამოცდილი მორაგბეა. ისინი ახლგაზრდებს დაეხმარებიან.
საქართველოს ნაკრები ამ მატჩისთვის ინგლისის ეროვნულ გუნდთან ერთად ემზადება ოქსფორდში. ერთობლივი წვრთნების ჩატარების ინიციატივა ინგლისელების მწვრთნელის, ედი ჯონსიდან წამოვიდა. ინგლისელები, თავის მხრივ, იტალიასთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან.
საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობა:
უკანა ხაზი:
- სოსო მათიაშვილი
- მირიან მოდებაძე
- მერაბ შარიქაძე
- გიორგი კვესელაძე
- ზურაბ ძნელაძე
- თედო აბჟანდაძე
- გიორგი ბეგაძე
შერკინება:
- გურამ გოგიჩაიშვილი
- შალვა მამუკაშვილი
- ლევან ჩილაჩავა
- ნოდარ ჭეიშვილი
- გიორგი ნემსაძე
- გიორგი თხილაიშვილი
- გიორგი ცუცქირიძე
- ოთარ გიორგაძე
ევროპის ერთა თასის ამჟამინდელ სეზონზე ქართულმა ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო.
მატჩი საქართველოსა და ბელგიას შორის გაიმართება 2 მარტს ბრიუსელში. დასაწყისი თბილისის დროით 19:00 საათზე.