თბილისში კირილე ზდანევიჩის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

© photo: The Ministry of Education and Science of Georgia / FBზდანევიჩის შესახებ წიგნის პრეზენტაცია
ზდანევიჩის შესახებ წიგნის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვრის შემოქმედების შესახებ წიგნზე სპეციალისტების ჯგუფი მუშაობდა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. წიგნის „კირილე ზდანევიჩი 1892-1969. ცხოვრება და შემოქმედება" პრეზენტაცია, რომლის დიდი ნაწილი პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის მემუარებს შეიცავს, გუშინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.

გამოცემაში თავმოყრილია ის ინფორმაცია, ფოტოები და ნახატები, რომელთა დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი იყო, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

წიგნის ტექსტებზე გამოცდილ ავტორთა საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა. მათ შორის არიან ხელოვნების ისტორიკოსი და ფერწერის ექსპერტი რუსეთიდან ანდრეი სარაბიანოვი, ფრანგი სლავისტი, რუსული ავანგარდის მკვლევარი და ზდანევიჩის შემოქმედების სპეციალისტი რეჟის გეირო, ასევე ხელოვნებათმცოდნეები ნანა შერვაშიძე, ნონა ხარატიშვილი, ნანა გოგელია, ქეთევან კინწურაშვილი, ნანა ყიფიანი, თეა ტაბატაძე და თამარ ბელაშვილი.

მასშტაბურ პროექტში მონაწილეობდნენ მუზეუმები და არქივები, ასევე კერძო კოლექციონერები საქართველოდან, რუსეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

კირილ ზდანევიჩის პანო - Sputnik საქართველო
ბიზნესი თუ ხელოვნება – თბილისში კირილე ზდანევიჩის უნიკალური პანო გაანადგურეს

წიგნი, ძირითადად, ეძღვნება კირილე ზდანევიჩს და იმ ეპოქას, რომელშიც ის მოღვაწეობდა. ავტორების განცხადებით, ზდანევიჩის შემოქმედება ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში საქართველოს ისტორიის ძალზე საინტერესო და დრამატულ პერიოდს დაემთხვა.

წიგნი გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით.

წიგნის პრეზენტაციაზე თბილისში სიტყვით გამოვიდა ზდანევიჩის შვილიშვილი, მხატვარი ყარამან ქუთათელაძე.

კირილე ზდანევიჩი მწერალ ილია ზდანევიჩის უფროსი ძმა იყო. მათი მამა პოლონელი იყო, ასწავლიდა ფრანგულ ენას, ხოლო დედა – ქართველი, გვარად გამყრელიძე, პიანისტი, პეტრე ჩაიკოვსკის მოსწავლე იყო.

კირილე ზდანევიჩმა, ძმასთან ერთად, 1913 წელს თავისთვის და ფერწერის სამყაროსთვის ნიკო ფიროსმანი აღმოაჩინა.

ზდანევიჩები, პაუსტოვსკი და სტუმრისთვის „დათმობილი“ ცოლყოფილი ვალერია ვალიშევსკაია>>

სხვადასხვა დროს ცხოვრობდა საქართველოში, კონსტანტინოპოლსა და პარიზში. მონაწილეობდა ქართველი ფუტურისტების საქმიანობაში, აფორმებდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლებს.

1949 წლის 30 ივლისს დააპატიმრეს და ვორკუტაში გადაასახლეს. გაათავისუფლეს 1957 წლის თებერვალში და იმავე წლის მარტში რეაბილიტირებული იყო. გარდაიცვალა 1969 წელს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ყველა ახალი ამბავი
0