მსოფლიოში ათასობით ლამაზი სანაპიროა და ძალიან რთულია მათგან საუკეთესოს არჩევა, გემოვნება ხომ ყველას სხვადასხვანაირი აქვს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ყველაზე გამორჩეული პლაჟების სურათები.
ალბათ უმეტესი ჩვენგანისთვის დასვენება ზღვას და სანაპიროს უკავშირდება. ზოგს „ჩუმი“ პლაჟი მოსწონს, სადაც განმარტოებას შეძლებს, ზოგსაც თეთრქვიშიანი, ან, თუნდაც, კლდოვანი.
საზღვაო დასვენება ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო ტურისტებს შორის, რომლებიც ეგზოტიკურ ქვეყნებს სტუმრობენ და ყოველდღიურ ცხოვრებას ბუნებასთან სიახლოვით ცვლიან. ამიტომ ხანდახან დასვენების ადგილისა და კონკრეტული პლაჟის არჩევა მომზადების ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია. სერვისი TripAdvisor ყოველწლიურად აჯამებს მოგზაურთა გამოხმაურებებს და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პლაჟების სიას ადგენს.