თბილისში ახალი ავტობუსები მაისის დასაწყისში შემოვა

© photo : Tbilisi City Hall / FBMAN-ის ფირმის ავტობუსები
MAN-ის ფირმის ავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერის განცხადებით, წლის ბოლოსთვის ავტობუსების არსებული პარკი სრულად განახლდება.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ახალი МАN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც დიზელის საწვავზე იმუშავებს, 5 მაისისთვის შემოვა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისის მერიამ მწვანე ფერის 90 ახალი ავტობუსი 2018 წელს შეისყიდა. ავტობუსების ავტოპარკის განახლება თბილისის მერიის მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს.

მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისის მეტრო უფრო კომფორტული ხდება

„ავტობუსების პარკის ჩანაცვლება უკვე დაწყებული გვაქვს, მაისიდან უკვე ველოდებით 90 ერთეულ МАN-ის ტიპის ახალ ავტობუსებს. ყვითელი ავტობუსები მართლაც ძალიან მძიმე მდგომარებაშია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება სწრაფად საჭიროებს განახლებას", – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, წლის ბოლოსთვის ავტობუსების არსებული პარკი სრულად განახლდება.

ახალი ავტობუსები აღჭურვილი იქნება მგზავრების უსაფრთხოების სისტემით, სათვალთვალო კამერით, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით. ავტობუსებში 27 დასაჯდომი ადგილი იქნება და ასევე იქნება შშმ პირებზე ადაპტირებული. ამასთან, აღჭურვილი იქნება USB-დამტენების რვა წერტილით, რომლებიც დამონტაჟებულია მგზავრებისთვის მოსახერხებელ ადგილზე.

დღეისათვის თბილისში 600–650 ავტობუსი მოძრაობს. მათგან 143 MAN-ის ფირმის ახალი ავტობუსია, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა და შშმ პირებზეა ადაპტირებული.

თბილისის ავტობუსები დღეში საერთო ჯამში 109,5 ათას კილომეტრს ფარავენ და 1800-ზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0