თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. ზუგდიდი–ჯვარის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ზედა ეწერთან ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და Mercedes Benz ML-ის მარკის ჯიპი შეეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.