ქართველ და ინგლისელ მორაგბეებს შორის ვარჯიშზე ჩხუბი მოხდა

© photo: Georgian Rugby / FBსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების ვარჯიში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ინგლისის ნაკრებთან ერთობლივ ვარჯიშზე ევროპული სატურნირო მატჩების წინ მიიწვიეს.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს და ინგლისის ეროვნული ნაკრებების მორაგბეებს შორის ოქსფორდში ერთობლივ ვარჯიშზე მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, ნათქვამია გამოცემა foxsports-ის განცხადებაში.

სპორტსმენებს შორის ინციდენტი შერკინების მოწყობის დროს მოხდა. მორაგბეები დააშოშმინეს უილ კარლინგმა (მასპინძლის მხრიდან) და გრემ როუნტრიმ (საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა). თუმცა, მეორე შერკინებისას სპორტსმენები მაინც „დაეტაკნენ“ ერთმანეთს, რის შემდეგაც კონფლიქტი შეტევის ხაზზეც გავრცელდა.

რაგბი. საქართველო-სამოა - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები IRB-ს მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

როგორც გამოცემა იუწყება, კონფლიქტი საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა წამოიწყეს.

საბედნიეროდ, ინციდენტი სერიოზული არ იყო და მეტოქეების სიტყვიერი დაპირისპირებით და გაწევ-გამოწევით შემოიფარგლა. ვარჯიშის შემდეგ ორივე ნაკრების მოთამაშეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

„როცა ორი მხარე მოტივირებულია, რომ არ დათმოს არც ერთი მილიმეტრი, ამას დაძაბულობა ყოველთვის მოჰყვება. ერთობლივი ვარჯიში ჩვენი ბიჭებისთვის მნიშვნელოვანი რამაა. საკუთარ თავს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან ვტესტავთ", – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ღირსეული გამარჯვება – ბორჯღალოსნები ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ >>

საქართველოს ეროვნული გუნდი ოქსფორდში იმყოფება ინგლისის ნაკრების თავკაცის ედი ჯონსის მიწვევით, რომელმაც ერთობლივი ვარჯიშების ჩატარება შესთავაზა. ინგლისელები ემზადებიან ექვსი ერის თასის მატჩისთვის იტალიის წინააღმდეგ (9 მარტს), ხოლო ქართველი ბორჯღალოსნები ევროპის ერთა თასის ფარგლებში ბრიუსელში ბელგიის ნაკრებს 2 მარტს დაუპირისპირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0