გზაზე ასე გადასვლა მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ – სახალისო ვიდეო

გამოწერა
გზაზე ისეთი უჩვეულო მეთოდით გადასვლა, რომ ავტომობილისტებმა გზა პატივისცემით დაუთმონ ქვეითებს, მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ

გზაზე ისეთი უჩვეულო მეთოდით გადასვლა, რომ ავტომობილისტებმა გზა პატივისცემით დაუთმონ ქვეითებს, მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ.

ვიდეო, რომელშიც ქართველები თბილისის ერთ-ერთი ქუჩის გადასასვლელზე განსაკუთრებული მეთოდით გადადიან, ვირუსულად იქცა.

ამ კადრებში ქართული ანსამბლის მოცეკვავეები შენობის თაღიდან გამოდიან და ჯაჭვურად გადადიან "ზებრაზე". ავტომობილისტები ჩერდებიან და ამ სანახაობას ქვეითებთან ერთად სიამოვნებით უყურებენ.

ანსამბლის ცეკვას "ხორუმი" ჰქვია. მისი სიუჟეტის მიხედვით, მეომრები ფრთხილად იპარებიან მტრის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, ზვერავენ, შემდეგ კი უტევენ მოწინააღმდეგეს. ცეკვის მთავარი გზავნილებია გმირობა და იმის დემონსტრირება, რომ ძალა ერთობაშია.

ყველა ახალი ამბავი
0