დევნილი ოჯახებისთვის 240-მდე კერძო სახლი აშენდება

გამოწერა
პროექტი 2019 წელს დაიწყება და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. გერმანიის მთავრობის გრანტით საქართველოს მასშტაბით დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი აშენდება, აშენდება აგრეთვე რვა ახალი საბავშვო ბაღი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების მიზნით გერმანიის მთავრობამ საქართველოს გრანტის სახით 10 მლნ ევრო გამოუყო. პრემიერის განცხადებით, საგრანტო პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობით, ერთობლივად შემუშავდა.

„ვფიქრობ, ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირია, რათა მიღებული გამოცდილებით მომავალ წლებში ჩვენი აქტივობები გავაფართოვოთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა წარმატებით დასრულდება და მიღებული გამოცდილება იქნება საფუძველი, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მსგავსი პროგრამები ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი იყოს", – განაცხადა ბახტაძემ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი 10 მლნ ევროს ოდენობის გრანტით საქართველოში აშენდება რვა ახალი საბავშვო ბაღი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებას, ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასული დევნილებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით კი გაიცემა 236 გრანტი, ხოლო დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მცირე და საშუალო საწარმოებზე გაიცემა 130 ბიზნეს-გრანტი.

ამას გარდა, 260-მდე დევნილი ახალგაზრდა გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. დევნილი და არადევნილი მოსახლეობის პროფესიული განათლებისა და უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით დასავლეთ საქართველოში აშენდება საგანმანათლებლო ცენტრები.

პროექტი 2019 წელს დაიწყება და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე 273,4 ათასი ადამიანია.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური