საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის მსვლელობისას სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის ლიდერებთან ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებს

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოთხშაბათს, 27 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიულოცა

ზურაბიშვილის ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

აზერბაიჯანში სტუმრობა ზურაბიშვილისთვის პირველი რეგიონული ვიზიტი იქნება პრეზიდენტის რანგში.

დიპლომატიური ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანს საქართველოში აქვს საელჩო, ხოლო საქართველოს - ბაქოში. ორივე ქვეყანა სრულუფლებიანი წევრია ევროპის საბჭოს, ეუთოს, სუამისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა.

ყველა ახალი ამბავი
0