საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქს ქართულ დიასპორასთან შეხვედრებზე ესაუბრა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აღდგეს ქართველოლოგიის ცენტრი.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან გუშინ გამართული შეხვედრისას საფრანგეთსა და გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაჯამა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრაზე ბევრმა სტუდენტმა სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა მათ სამშობლოში დაბრუნება და სამუდამოდ აქ დარჩენის სურვილი გაუჩნდეთ, აღნიშნა პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას. გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაფუძნდეს და განვითარდეს ქართველოლოგიის ცენტრი.

ქართული დიასპორის წარმომადგენლები საფრანგეთში - Sputnik საქართველო
კარგი სიახლეები ქართული დიასპორისთვის – პრეზიდენტმა ახალ პროექტებზე ისაუბრა

„ამის შესახებ რუსთაველის ფონდის ახალ ხელმძღვანელობას ვესაუბრე. პრობლემა ისაა, რომ ფონდი ქართველოლოგიის კუთხით ძალზე ნაკლებს აფინანსებდა... ვფიქრობ, ბიუჯეტის რაღაც ნაწილი ჩვენი პრიორიტეტებისკენ უნდა იყოს მიმართული", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო.

ზურაბიშვილი საფრანგეთსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით 17-21 თებერვლის პერიოდში იმყოფებოდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებთან ერთად გამართა შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის დროს თბილისში ცენტრის გახსნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც "ერთი ფანჯრის" პრინციპით მოემსახურება დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც სამშობლოში დროებით ჩამოვიდნენ ან სამუდამოდ დაბრუნება გადაწყვიტეს. ისინი შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია სამუშაო ადგილების, ბინების იჯარის, სამედიცინო სერვისების, სწავლისა და სხვა საკითხების შესახებ.

გარდა ამისა, დიასპორისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი პროექტია ქართული ენის დისტანციური სწავლება, რომელიც ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში ლონდონში საქართველოს საელჩოში ხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0