ქემოკლიძე: ძველ თბილისში დღესასწაულებზე ცხვებოდა განსაკუთრებული პურები
„ძველ თბილისში დღესასწაულებზე ცხვებოდა განსაკუთრებული პურები. იყო რიტუალური პურები. საღმრთოს შესაწირის დროს ცხვებოდა ჯვრის ფორმის პურები. ზამთრის ციკლის დღესასწაულები თბილისში იწყებოდა ბარბარობის აღნიშვნით და ამ დროს აცხობდნენ ნიგვზიან ქადებს, თვალის კაკლის ფორმის კვერებს, რადგან წმინდა ბარბარეს თვალის მკურნალად მიიჩნევდნენ“, – ამბობს ქემოკლიძე.
ქემოკლიძის განცხადებით, თბილისში ახალ წელს აცხობდნენ ბედობის პურსაც, ადამიანის ფორმის ბასილა პურებს და ა.შ.