საბურთალოზე ხანძარს სავარაუდოდ ქალის სიცოცხლე შეეწირა

გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ერთ-ერთ  რვასართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნული კორპუსის სადარბაზოში 52 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არ არის.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი ახმეტაში - არის მსხვერპლი

შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. ხანძრის შედეგად დაიწვა 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე მდებარე, დაახლოებით 60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა. დამწვარია ელექტროსადენები და ჩამსხვრეულია საცხოვრებელი კორპუსის მინები. ძლიერი დაკვამლიანების გამო კორპუსიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.  ასევე, მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკითხვა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0