ბაკურიანში ცხრა ქურდობის ფაქტზე ოთხი არასრულწლოვანი ამხილეს

გამოწერა
დანაშაულში მხილებული პირების ასაკი 13-დან 17 წლამდე მერყეობს

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik.  სამართალდამცველებმა ბაკურიანში მომხდარი ქურდობის ცხრა ფაქტი გახსნეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირების ასაკი 13-დან 17 წლამდე მერყეობს. 

დაკავება - Sputnik საქართველო
პოლიციამ ქობულეთში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა

არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 18-20 თებერვალს დაბა ბაკურიანში მაღაზიები, სილამაზის სალონი, სანოტარო ბიურო და ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული სათამაშო აპარატები გაქურდეს, ასევე სცადეს მეორე სანოტარო ბიუროს გაქურდვაც.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, მათ შორის, კომპიუტერული ტექნიკა.

უწყების ინფორმაციით, ოთხივე არასრულწლოვანი ქურდობის ცხრავე  ფაქტს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის  177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ  სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0