ყველაზე შესანიშნავი მამიკო მსოფლიოში: გაჯიბრებას აზრიც არ აქვს

გამოწერა
ამ პაწაწა, საგულდაგულოდ მომზადებულ-გაპრანჭულ ბალერინებს, მშობლების, ბებია-ბაბუებისა და ნათესავების წინაშე საცეკვაო ნომერი უნდა შეესრულებინათ, მაგრამ...

ამ პაწაწა, საგულდაგულოდ მომზადებულ-გაპრანჭულ ბალერინებს, მშობლების, ბებია-ბაბუებისა და ნათესავების წინაშე საცეკვაო ნომერი უნდა შეესრულებინათ, მაგრამ...

მაგრამ ერთი პატარა გოგონა, ეტყობა,  ხალხით სავსე დარბაზმა დააფრთხო და ტირილი დაიწყო. პედაგოგებმა მისი დამშვიდება ვერ შეძლეს, გოგონა ტირილს განაგრძობდა და ცეკვაზე უარს ამბობდა.

და მაშინ სცენაზე შვილის დასახმარებლად და ნომრის გადასარჩენად გოგონას მამა აიჭრა - ხელში კიდევ უფრო პაწაწა ბავშვით. მერე ატირებულ შვილს ხელი მოჰკიდა და მასთან ერთად დაიწყო ცეკვა. 

ეს იყო დიდებული მამის დიდებული საქციელი, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახოთ.

ყველა ახალი ამბავი
0