სასკოლო არდადეგები რვა მარტიდან დაიწყება

© photo: Sputnik / Igor Russak / გადასვლა მედიაბანკშისაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლის მოსწავლეები სააღდგომოდ, აპრილშიც დაისვენებენ

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სასკოლო საგაზაფხულო არდადეგები რვა მარტს დაიწყება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საკლასო ოთახში - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეების ცოდნას ახლებურად შეამოწმებენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგები 8-დან 18 მარტამდე გაგრძელდება.

ასევე, სკოლის მოსწავლეები აპრილში ოთხი დღე, 26-დან 29 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ სააღდგომო დღესასწაულებზე.

სკოლებისგან განსხვავებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. ბავშვები მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე დაისვენებენ 26-დან 29 აპრილის ჩათვლით.

ყველა ახალი ამბავი
0