ქალები შვილებს ცხრა თვის განმავლობაში ატარებენ მუცლით. არავინ იცის, როგორ ძლებს ბავშვი ამდენ ხანს სიბნელესა და მარტოობაში. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის იქ კომფორტულად და დაცულად გრძნობს თავს - ბევრად უფრო დაცულად, ვიდრე მერე, როცა დაიბადება.
კარგია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა, ვნახოთ, როგორ ცხოვრობს პატარა დედიკოს მუცელში, რითაა დაკავებული, როგორ იქცევა. შემოთავაზებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ პაწაწას საქმიანობა იმით შემოიფარგლება, რომ მთელი დღე და ღამე ძინავს, ამთქნარებს და შიგადაშიგ საკუთარ ხელს წოვს. მოკლედ, მშვენივრად ატარებს დროს. ერთი ეგაა, სიმაღლეში ბოლომდე ვერ იმართება, თორემ სხვა მხრივ არაფერიც არ უჭირს.