მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იტალიამ Wizz Air–ი ხელბარგზე გადასახადის დაწესების გამო დააჯარიმა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში Wizz Air
 Wizz Air - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიეურმა მარეგულირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ ხელბარგის ტრანსპორტირების ახალი წესები არასწორი სავაჭრო პრაქტიკაა

თბილისი,  23 თებერვალი  — Sputnik.  იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ლოუკოსტერ Wizz Air –ს ხელბარგის ტრანსპორტირების ახალი წესების შემოღების გამო  ფულადი ჯარიმა ერთი მილიონი ევროს ოდენობით დააკისრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

 Wizz Air - Sputnik საქართველო
ბარი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ტალინი… Wizz Air ექვს ახალ მიმართულებას ამატებს

ლოუკოსტერმა Wizz Air–მა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდანაც ახორციელებს ფრენებს,  ხელბარგის ტრანსპორტირებისთვის ახალი წესები 2018 წლის ივნისში შემოიღო. ჩანთის ბორტზე ასატანად, აუცილებელია Wizz–პრიორიტეტის მომსახურების შეძენა, რომლის ღირებულება 25 ევრომდეა. 

Wizz Air–ის გარდა, ჯარიმა დაეკისრა  ლოუკოსტერ Ryanai–ის, რომელმაც სამი მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

„ხელბარგი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების მნიშვნელოვანი ელემენტია და მისი ტრანსპორტირება დამატებითი ხარჯების გარეშე უნდა იყოს შესაძლებელი“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანიდან 60 დღის განმავლობაში Ryanair–მა და Wizz Air–მა ანტიმონოპოლიურ სამსახურს უნდა აცნობონ შექმნილი ვითარების გამოსწორების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

Wizz Air–ი  მსხვილი ავიაკომპანიაა საქართველოში, რომელიც ბაზრის 12%–ს იკავებს. 2018 წელს ლოუკოსტერმა, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ბაზირებს,  587,2 ათას მგზავრს მოემსახურა. იგი 14 ევროპული ქვეყნის 21 ქალაქში ახორციელებს ფრენებს.

ყველა ახალი ამბავი
0