მეგი გოგიტიძე მოსკოვში კონცერტს მარტში გამართავს

© photo: courtesy of Megi Gogitidzeმეგი გოგიტიძე
მეგი გოგიტიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი პირობას დებს, რომ საღამოს პროგრამა ემოციური იქნება

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო მომღერლის მეგი გოგიტიძის სოლო კონცერტი მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლში 25 მარტს გაიმართება, განუცხადა მუსიკოსმა „Sputnik–საქართველოს“.

მომღერალმა მეგი გოგიტიძემ მონაწილეობა მიიღო Sputnik-საქართველოს მუსიკალურ- პოეტურ პროექტში, სადაც საკუთარი სიმღერა შეასრულა და ვაჟა-ფშაველას ლექსი წაიკითხა - Sputnik საქართველო
მეგი გოგიტიძემ მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ პროექტში

საღამოზე „ეს შენი სამყაროა“ ქართველი მომღერალი კუბის მუსიკალურ ბენდთან ერთად შეასრულებს ძველ და ახალ სიმღერებს როგორც ქართულ, ისე რუსულ ენებზე.

 „კონცერტზე შევასრულებ ყველა სიმღერას, რომლებიც ჩემმა მსმენელმა იცის და უყვარს. მათ შორის სიმღერას „ნუ გეშინია“, რომელსაც Youtube–ზე 15 მილიონი ნახვა აქვს. გაიჟღერებს რამდენიმე სიმღერა რუსულად – კომპოზიცია Моя дорога და Я не любви твоей прошу ანა ახმატოვას ტექსტზე. ერთი სიტყვით, იქნება ძალზე საინტერესო, ემოციური და სულში ჩამწვდომი პროგრამა“, – აღნიშნა მეგიმ.

მისი თქმით, ეს სოლო კონცერტი დიდი მუსიკალური გზის დასაწყისია. ამასთან, ის მალე გაახარებს თავის თაყვანისმცემლებს ახალი ვიდეოკლიპებით, ახალი კონცერტებით და შესაძლოა, საკონცერტო ტურებით.

მეგი გოგიტიძე ქობულეთიდანაა. ის სიმღერების ავტორია. 2014 წელს მეგი პროექტის Голос Країни ნახევარფინალისტი გახდა, ხოლო 2016 წელს აღიარეს წლის საუკეთესო მომღერლად პროექტში „მეგა“.

მეგი ასრულებს ეთნო–ჯაზისა და ფოლკის სტილში. ჰყავს მეუღლე და ორი გოგონა – სიდონია და ბარბარე.

ყველა ახალი ამბავი
0